LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და NATO-ს წევრ 11 ქვეყანას – მიხეილ დუნდუა

132
1624354807-მიხეილ-დუნდუა-ფინანსთა-მინისტრის-მოადგილე-e1624354819568

2022 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსით”, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში – ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ “კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის” შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ დუნდუას თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს და მსოფლიო მასშტაბით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა და 41-ე ადგილს იკავებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო ბოლო 7 წელია საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში პოზიციას ინარჩუნებს.

“საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-20 ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად – თანაბარი 56 ქულით. 2022 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და NATO-ს წევრ 11 ქვეყანას: პოლონეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საბერძნეთს, მალტას, ხორვატიას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს. საქართველო პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რაც კარგად ეხმიანება იმ შეფასებებს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერაა გამოქვეყნებული ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, სადაც ქვეყანა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლების (კონტროლის) მიხედვით, მე-40 პოზიციაზეა, უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და შემფასებელი ორგანიზაციების მხრიდან, მოხვედრილია ევროპის ან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულებში. ასე რომ, მიმართულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, წარმატებულია. ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ერთ-ერთი თვალსაჩინოა ევროპის მასშტაბით”, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, “გლობალ ინსაითის” ქვეყნების რისკის რეიტინგი, “ფრიდამ ჰაუსის” ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი “დემოკრატიის ვარიაციები”, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g