ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს, რომ „კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს“.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით“, – აცხადებს სტივ კოენი.