კოსმეტიკური ხაზის Maybelline-ის სახე პირველად ისტორიაში მამაკაცი გახდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, საპატიო მისია საკუთარ თავზე ამერიკელმა მენი გიტერესმა აიღო. ცნობილი ბლოგერი იქნება პირველი მამაკაცი, რომელიც პოპულარული მარკის გაპიარებას შეეცდება. რჩეული პროდუქტი კი წამწამების ტუში – „The Colossal Big Shot”-ია, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა და კომპანია მასზე დიდ იმედებს ამყარებს. რაც შეეხება მენის, ის Youtube-ზე პირველად 2014 წელს გამოჩნდა და მის არხს უკვე ორ მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ის ცდილობს, რომ მამაკაცებს მაკიაჟის სწორად გაკეთება ასწავლოს და ეს საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის.
https://www.instagram.com/p/BOzsIjEDPdR/