LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმეტოლოგიური პროცედურები ორსულობისა და ლაქტაციის დროს – სილამაზის აკადემია

24
IMG_0017

კოსმეტოლოგიური პროცედურები ორსულობისა და ლაქტაციის დროს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა დერმატოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

ორსულობა და ლაქტაცია გარკვეული პერიოდით ზღუდავს სპორტულ აქტივობას, ცვლის კვების რაციონს და ასევე შეზღუდვა ეხება კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც.

ამ პერიოდში კოსმეტოლოგიურ კაბინეტში შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის წმედა აპარატურული მეთოდით. შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები, რადგან ამ პერიოდში სახის კანი არის მგრძნობიარე და გამომშრალი. ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის მასაჟი.

სახლის რუტინის დროს გამოიყენეთ სახლის სკრაბი, ასევე დამატენიანებელი ნიღბები, შრატები და საცხები.

რაც შეეხება ინექციურ პროცედურებს…

არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ინექციური და აპარატურული პროცედურების ჩატარება, რადგან ორსულობის დროს კანი ხდება სენსიტიური და მგრნობიარე, მიდრეკილი პიგმენტაციისკენ და ნებისმიერმა პროცედურამ შეიძლება მიაყენოს კანს ზიანი.

არცერთი საინექციო პრეპარატი და აპარატი არ არის გამოკვლეული ორსულობისა და ლაქტაციის დროს, აქედან გამომდინარე არ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ორსულებსა და მეძუძურ ქალებზე ინექციური პრეპარატები.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობიარობის შემდეგ სახის  კანი იმყოფება სტრესში და უნდა მოვუაროთ, გამოვიყენოთ მზის დამცავი, რადგან მზე ორსულებზე ძალიან აგრესიულად მოქმედებს, იწვევს პიგმენტურ ლაქებს, რაც შემდგომ რთულად შორდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები