BBC -ის ინფორმაციით, ჩინური რაკეტის – Long March 5-ის ნამსხვრევები ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში ჩამოცვივდა.
ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებდნენ, რომ მწყობრიდან გამოსული რაკეტის უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვა, თუმცა, ნამსხვრევების ნაწილის წყნარ ოკეანეში, სულუს ზღვაში ჩამოცვენა იყო მოსალოდნელი.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ჩინეთს მოუწოდებს, შეიმუშავოს ისეთი რაკეტები, რომლებიც, მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უფრო პატარა ნაწილებად დაიშლებიან, რადგან ეს საერთაშორისო ნორმაა.
რაკეტების ნამსხვრევები ყოველთვის დაუსახლებელ ზონაში არ ცვივა.
2020 წლის მაისში, ჩინური რაკეტის ნამსხვრევები კოტ-დ’ივუარის სანაპიროზე ჩამოცვივდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ინფრასტრუქტურა დაზიანდა.