LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმოსში ინტიმური კავშირის დამყარებისთვის ფულს გადაგიხდიან

36

ნასა ეძებს მოხალისეებს, რომლებიც მზად იქნებიან, რომ კოსმოსში ინტიმური კავშირი დაამყარონ და ბუნებრივია, ისინი ამისთვის სოლიდურ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, თუ რამდენად რეალურია კოსმოსში შვილის გაჩენა. ადამიანები უახლოეს მომავალში სხვადასხვა პლანეტების ათვისებას გეგმავენ, ეს პროცესი კი გამრავლების გარეშე შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ  ინტიმური კავშირის დამყარება გრავიტაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება. ხოლო თუ რა ეღირება კოსმოსში სექსი – ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები