36 წლის პოპ-მომღერალმა, კეტი პერიმ, მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად ახალი EP, Cosmic Energy გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია არტისტმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„კოსმოსურ ენერგიას გიგზავნით“, – ასე დაასათაურა ფოტო და ვიდეო პერიმ. ფოტოზე კეტის გრძელი, გარდამავალი ფერების კაბა და უზარმაზარი საყურეები უკეთია.