მორიგი ქურდობა თბილისში – კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარები, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა ოდენობის ზარალი მიადგა კომპანიას.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ქურდობის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.