როგორც ცნობილია, 93 წლის მედიამაგნატი, რუპერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა. მისი რჩეული 67 წლის ელენა ჟუკოვაა, რომელიც რომან აბრამოვიჩის ყოფილი სიდედრი გახლავთ.
მედიაში პატარძლის ლუქის შესახებ უახლესი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ მილიარდერის ცოლს საქორწინო ცერემონიალზე Emilia Wickstead-ის, სხეულზე მომდგარი კაბა ეცვა, რომელსაც გულ-მკერდზე კვადრატული ჭრილი ამშვენებდა. ცნობისთვის, Emilia Wickstead დიზაინერია, რომლის სამოსსაც ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ხშირად იცვამენ.
რაც შეეხება პატარძლის სამკაულებს. ამ დღეს ელენა ჟუკოვას Cartier-ს ბრილიანტის სამაჯური ეკეთა, რომელიც 1910 წელს შეიქმნა.
და ბოლოს, საქმრო, 93 წლის რუპერტი შავ კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მის ლუქს კრემისფერი ჰალსტუხი და ბოტასები ასრულებდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გეგმავს წყვილი თაფლობის თვის გატარებას, თუმცა მედიაში ამბობენ, რომ რუპერტსა და ელენას ეგზოტიკური ბუნება ხიბლავთ, შესაბამისად ისინი არჩევანს სწორედ მსგავს კურორტზე გააკეთებენ.
93 წლის რუბერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული