ტანისამოსის მაღაზიათა ქსელ ”KOTON”–ში შემოდგომა-ზამთრის 2015-2016 წლის კოლექციაზე 70%-იანი ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს . აქციის ფარგლებში მომხმარებელს სხვადასხვა აქსესუარისა და ტანისამოსის შეძენა შეუძლია.
გარდა ამისა, ”KOTON” ახალ კოლექციასაც გთავაზობთ , სადაც წარმოდგენილია: ქალის თეთრეული, სპორტული ხაზი, კლასიკური სამოსი, ჩანთები, ქამრები, შარფები და მაისურები.
”ჩვენი პროდუქციის განახლება ყოველკვირეულად ხდება და საკმაოდ ფართო არჩევანსაც გთავაზობთ”,-განაცხადა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”KOTON”-ის ვიზუალ მერჩენდაიზერმა ნათია მარგიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნადი 0–დან 1 წლამდე ბავშვების სამოსი და ქალის ხაზია.
საქართველოში ”კოტონის” ექვსი მაღაზია ფუნქციონირებს. უახლოეს მომოვალში კი კიდევ ერთი მაღაზიის გაიხსნა რუსთაველზე, სავაჭრო ცენტრ ”მერანში” იგეგმება. ”კოტონის” ქსელში არსებული მაღაზიები ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.