LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-ის გავრცელებისთვის ვიეტნამში მამაკაცს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

70
1

5 წლით თავისუფლების აღკვეთა “საშიში ინფექციური დაავადების გავრცელებისთვის” ასეთი ვერდიქტი მოჰყვა ვიეტნამში  მამაკაცის მიერ მკაცრი კარანტინის წესების დარღვევასა და კოვიდის გადაცემას, მინიმუმ, რვა ადამიანზე.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის პირია, რომელიც გუშინ სამხრეთ პროვინციის კა მაუს სახალხო სასამართლოში გაასამართლეს.

პანდემიის დაწყებიდან ვიეტნამი დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა, რომელმაც მიზნობრივი მასობრივი ტესტირების, კონტაქტების საფუძვლიანი მოკვლევის, მკაცრი სასაზღვრო კონტროლისა და ასევე, მკაცრი კარანტინის წყალობით სტაბილური ეპიდვითარება შეინარჩუნა, მაგრამ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, ქვეყანაში ვირუსის ახალმა ტალღამ კვლავ იფეთქა, ახალი ინფექციური ჯგუფის აღმოჩენის შემდეგ.

ვიეტნამის სამხრეთ პროვინცია კა მაუში ამ დრომდე აღნიშნულია ვირუსის 191 შემთხვევა და ორი ლეტალური ფაქტი.

ეს არ არის კოვიდ-19-ის გავრცელების ბრალდებით დაკავების პირველი შემთხვევა. იმავე ბრალდებით, ცოტა ხნის წინ, ორ პირს 18-თვიანი და ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g