ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 298-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 272 899-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 281 145-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 773 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 263 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 624 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 214-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 30 751 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, PCR ტესტით – 7 390.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.