საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ 19-ის შემთხვევების მატების შესახებ წერს.
„კოვიდ აფეთქება 90-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. 40-მდე სპორტსმენი კოვიდ ინფიცირებულია ოლიმპიადაზე!“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 6 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოლიმპიურ სოფელში კოვიდისა და რესპირატორული დაავადებების დაფიქსირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ჯანმოს ცნობით, პარიზის ოლიმპიადაზე 40-ზე მეტი სპორტსმენს აღმოაჩნდა კოვიდ-19 და რესპირატორული ვირუსები, რაც, ორგანიზაციის განცხადებითვე, მიუთითებს ვირუსის შემთხვევების გლობალურ ზრდაზე ვაქცინაციის შემცირების გამო.
კოვიდ აფეთქება 90-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. 40-მდე სპორტსმენი კოვიდ ინფიცირებულია ოლიმპიადაზე! #drpkhakadze
Posted by Giorgi Pkhakadze on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2024