LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებულებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა

72
Untitled design

კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა.

მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ, შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პორტალზე www.er.moh.gov.ge.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პორტალის დანერგვის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა, მეორე მხრივ კი 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.

პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი “112”-ის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.