LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო, საქართველოში – კოვიდის ანუ მეტსახელად ცნობილი “სეზონური ვირუსის” მორიგი ტალღა” – გიორგი ფხაკაძე

1930
ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ევროპაში ომიკრონის შტამის აფეთქებაზე წერს და აცხადებს, რომ საქართველოში გავრცელებული სეზონური ვირუსი სწორედ ომიკრონია.

“კოვიდის ომიკრონის ვარიანტები (BA.4 და BA.5) არიან დომინანტები მთელ მსოფლიოში. ყველა სხვა ვარიანტები “ჩაბარდა ისტორიას”.

კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო და ლიდერობს პორტუგალია. საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთში არც ისე “შორს” არიან…

საფრანგეთში გუშინ 30,000 ადამიანი დაინფიცირდა …

საქართველოში კოვიდის ანუ მეტსახელად ცნობილი “სეზონური ვირუსი” მორიგი აფეთქება/ტალღა უკვე დაიწყო 2022 წლის ივნისის დასაწყისში…

პორტუგალიაში ზაფხულის სეზონის “ჩავარდნის” ეშინიათ… მათ საქართველოდან უნდა ისწავლონ. შეუცვალე სახელი და მორჩა… აი ხომ ხედავთ ევროპაზე უფრო “მაგრები” ვართ…”, – წერს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g