LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდის სამკურნალო პრეპარატი ამ კვირაში გვექნება” – ვინ მიიღებს მედიკამენტს უფასოდ

237
BeFunky-collage (1)

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველო კოვიდის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მედიკამენტის მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში.

„ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ, ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება.

ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს.

მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, – განაცხადა აზარაშვილმა.

magti 5g