LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის სამკურნალოდ ჯანმომ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

317
1

ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, კოვიდპაციენტების სამკურნალოდ დამატებით ორი მედიკამენტის გამოყენების ნებართვას გასცემს.

კოვიდ-19-ის რეკომენდებული მკურნალობისთვის, ჯანმომ საკუთარ გაიდლაინებს დაამატა “ბარიციტინიბი”, როგორც მტკიცედ რეკომენდებული, ხოლო “სოტროვიმაბი” – “პირობითი რეკომენდაციით”.

ბარიციტინიბი აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის – “ელი ლილის” მიერ შექმნილი პრეპარატია და ის “ოლუმიანტის” ბრენდის სახელით იყიდება.

ეს მედიკამენტი ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ და განკუთვნილია მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის.

“ბარიციტინიბი” ამცირებს ვენტილაციის საჭიროებას და დადგინდა, რომ აუმჯობესებს პაციენტების გადარჩენის შანსებს არასასურველი რეაქციების გაზრდის გარეშე”, – აღნიშნულია მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რაც შეეხება სოტროვიმაბს, რომელსაც ჯანმომ “პირობითი რეკომენდაცია” მისცა, ეს ითვალისწინებს ექსპერიმენტული მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კოვიდი მსუბუქი ფორმებით აქვთ, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.

შეგახსენებთ, მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიაში შექმნილი ნაერთებია, რომლებიც სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმის იმიტირებას ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები