LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდით გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს, მომავალ დედებს მივმართავ, დაუყოვნებლივ აიცრან: ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი

89
1

“ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია, 17-18 გარდაცვლილი ორსული – ეს საკმაოდ ბევრია.” – კოვიდ-19-ით გარდაცვლილ ორსულებზე დღეს ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.

მან მოუწოდა მომავალ დედებს, აიცრან და ამით დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ასევე პატარებიც:

“ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს ჩვენ კორონავირუსით გარდაცვლილი 17-18 ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009, 2010 წელს, “ღორის გრიპის” დროს გვქონდა.

ძალიან მაღალი ლეტალობა იყო მაშინაც, 34-მდე გარდაცვლილი გვყავდა. შემდეგ ვაქცინაციამ და მედიკამენტებით მართვამ ეს რაოდენობა შეამცირა.

ორსულებში ინფიცირება მომატებულია. გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება.

მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც,” – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები