LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კოვიდით რომ ვიყავი ავად, ჩემმა შვილებმა საკუთარი ნახატები შემომიცურეს კარის ქვეშ, გული ამიჩუყდა და ძალიან ბევრი ვიტირე” – თიკა ფაცაცია „არტ-FM“-ში

16
tikafacaciaartfm201125

გადაცემის ლაივი LIVE

24 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ თიკა ფაცაცია სტუმრობდა პოპულარული სიმღერის „ერთხელ კიდევ მაკოცე“ ახალი ვერსიის პრემიერით.

– თიკა, რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ სიმღერის თავიდან ჩაწერა?

–  ეს სიმღერა უყვარს ჩემს მსმენელს ყველაზე მეტად, ამიტომ მისი „გაცოცხლება“ და ახალი ვერსიით გაკეთება გადავწყვიტე. ვფიქრობ, კომპოზიცია ძალიან უხდება გზას და ავტომობილით მგზავრობას.

– არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოა როგორ შეძელით კოვიდის დამარცხება?

– რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა მაინც შევძელი ვირუსისგან თავის დაღწევა, რაშიც პირველ რიგში ფიზიკური აქტიურობა და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ენერგიული მუსიკა დამეხმარა. სამწუხაროდ, ძალიან სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, შესაძლოა, ბევრს არც აქვს ვირუსი, მაგრამ იმდენად დათრგუნულია, სულ ავად ჰგონია თავი. ვფიქრობ, ასეთი სიტუაციაში მთავარი ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლება და სახალისო ფილმებით, მუსიკით და წიგნებით პოზიტიური განწყობის შექმნაა.

– რას ურჩევთ მათ, ვინც ახლაა ავად?

– ბევრი ლიმონიანი წყლის დალევას და აქტიურად მოძრაობას, ოთახის ხშირად განიავებას, საჰაერო ბუშტების ან თუნდაც საღეჭი რეზინის ბერვით სუნთქვის ვარჯიშების ჩატარებას და ფილტვების ამუშავებას.

– ყველასთვის ძვირფასია ბავშვობის მოგონებები, თქვენ რას გაიხსენებთ პირველ რიგში?

– მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე შემაჩვიეს საკუთარ თავზე მუშაობას. ჩემი დღე ყოველთვის ძალიან დატვირთული იყო. მართალია, თანამედროვე ფსიქოლოგებს განსხვავებული აზრი აქვთ და ამტკიცებენ, თითქოს პატარამ სრულად უნდა იგრძნოს ბავშვობა, მაქსიმალურად გაერთოს და ბევრი ითამაშოს, მაგრამ მე მაინც დედის მადლიერი ვარ, რადგან სწორედ მან მასწავლა დღის დაგეგმვა და დროის სწორად განაწილება. უამრავ წრეზე დავდიოდი და გვიანობამდე ვმეცადინეობდი, თუმცა არასდროს გამჩენია პროტესტის გრძნობა, რადგან მიმაჩნდა, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მოვალეობა.

– საკმაოდ ადრე, 17 წლის ასაკში გათხოვდით, როგორ ახერხებთ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას?

– რა თქმა უნდა, ხშირად ვკამათობთ. მეტწილად ბავშვების აღზრდაზე ვდავობთ, რადგან დათოს აზრით, მე ზედმეტად რბილი და დამთმობი ვარ, თუმცა მაინც ყოველთვის ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას.

– რამდენად კარგი კულინარი ხართ?

– საკმაოდ კარგად გამომდის კერძების, განსაკუთრეით მეგრული კერძების მზადება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კულინარია და სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს.

– გყავთ თუ არა საყვარელი დიზაინერი?

– ალბათ ივ სენ-ლორანი, თუმცა ახლა ვინტაჟურ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას.

– დაუვიწყარი საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

– კოვიდით რომ ვიყავი ავად, ჩემმა შვილებმა საკუთარი ნახატები შემომიცურეს კარის ქვეშ. გული ამიჩუყდა და ძალიან ბევრი ვიტირე. სწორედ ეს საჩუქარია ყველაზე ძვირფასი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

– მოდელის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს თუ ტელეგადაცემის ან შოუს წამყვანად?

– ალბათ, შოუს წამყვანად, რადგან ყველაზე ლაღად და თავისუფლად სწორედ ამ ამპულაში ვგრძნობ თავს.

– შგიძლიათ თუ არა პროფესიისთვის მსხვერპლის გაღება?

– ნებისმიერ საქმეს ბოლომდე და მთელი გულით ვაკეთებ. მეტიც, ცოტა ფანატიზმიც მახასიათებს, არასდროს ვაქცევ ყურადღებას ჯანმრთელობას და უგუნებობას, რომელიც ზოგჯერ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები