ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება.
როგორც „ფორტუნას“ უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
„კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება, ვინაიდან ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება.
კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, პანდემიის ორი წლის განმავლობაში, კოვიდით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შესახებ სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მოგვიანებით, სტატისტიკა კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა, ოქტომბერში კი ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.