LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ – რატი ბრეგაძე ოპოზიციას და ანი წითლიძის რეპლიკა მინისტრს: „რატი, ციხეში ჩაჯდები მალე“

184
რატიბრეგგ

გაიხსენეთ სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“ ,- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ამ ყველაფრით და დღევანდელი დღითაც ნათლად დაინახა საზოგადოებამ, რომ დღეს ოპოზიცია არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ოპოზიციაა.

„გაიხსენეთ სამწუხაროდ, სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი. რამხელა აჟიოტაჟი იყო, არ ესწრება ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი, დეპუტატი, რომელიც სიხარულისგან მოსთქვამდა და ბედნიერებას ვეღარ მალავდა, რომ თითქოს და სტოლტენბერგი ბატონ პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა და რა ბედნიერი იყავით ამ ფაქტით, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“. „ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“ და ძალიან კარგად აჩვენეთ.

თუნდაც რამდენიმე დღის წინ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ძალიან მარტივი ტესტი ჩაგიტარათ, როდესაც იმის გამბედაობაც არ გეყოთ, რომ ხელი აგეწიათ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ესეც ვერ გაბედეთ.

ამ ყველაფრით ნათლად დაანახეთ საზოგადოებას, რომ თქვენ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, არამედ საქართველოს ოპოზიცია ხართ. ნათლად დაანახეთ დღევანდელი დღითაც, რომ სხვა, ერთი პატიმრის ბედიც არ მოიკითხეთ. რაც შეხება კიდევ სხვას [საკითხს] ბუნებრივია, თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ პატიმრის ბედი“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მან პატიმრებსაც მიმართა:

„პატიმრები გვიყურებენ და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, იყვნენ დარწმუნებულები და მივცე სრული გარანტია, რომ არასდროს გაიგებენ ხელკეტის დაკაკუნების ხმას კარებზე, რაც მათთვის იყო წამების მომასწავებელი. ამ ხმას არასდროს გაიგებს არცერთი პატიმარი, განსხვავებით ამ ადამიანების მმართველობისგან“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ

მინისტრს ამ განცხადების გაკეთებისას „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ რეპლიკით მიმართა:

„რატი, ციხეში ჩაჯდები მალე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g