LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვში პირველი საქალაქო ბაღ-ბოსტანი გაიხსნა: ფოტო

107
Screenshot 2025-06-26 172820

პოლონეთში, კერძოდ კი კრაკოვში, გაიხსნა პირველი საქალაქო ბაღი, სადაც მოსახლეობას ბოსტნეულის, მწვანილების და ყვავილების მოყვანა შეუძლია. 25 კვადრატული მეტრის ფართობის ნაკვეთებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ხელმისაწვდომი 44 ადგილისთვის 277 განაცხადი შეივსო. სიახლის შესახებ Innovation in politics წერს.

ბაღები აგარაკის პრინციპითაა მოწყობილი: თითოეულს აქვს თავისი პატარა ტერიტორია წყლით. მსურველებს ყველაფრის დარგვა შეეძლებათ— პომიდვრიდან დაწყებული, ყვავილებით დამთავრებული.

ამ ეტაპზე ნაკვეთების გამოყენება უფასოა, მაგრამ შემდეგი წლიდან მცირე გადასახადი დაწესდება.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტები ქალაქის მაცხოვრებლებს დაეხმარებათ, იკვებონ უფრო ჯანსაღად და ბუნებაზე ზრუნვაც ისწავლონ.

გარდა ამისა, საქალაქო მიწათმოქმედება ხელს უწყობს ევროკავშირის გეგმას ნულოვანი გამონაბოლქვის შესახებ. თუ პროდუქტი პირდაპირ ქალაქში იზრდება, აღარ არის საჭირო მისი ტრანსპორტირება გრძელ მანძილზე. ეს ამცირებს როგორც გადაზიდვების გამო წარმოქმნილ გამონაბოლქვს, ასევე გზაში პროდუქციის გაფუჭების რისკსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები