LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვის სკოლებში ბუნების სიყვარულს შეასწავლიან

115
Capture

პოლონეთში, კრაკოვის სკოლებში 1-3 კლასის მოსწავლეებს ცხოველებისა და ბუნების სიყვარულის გაკვეთილებს ჩაუტარებენ. ამ გზით ბავშვებს ცოცხალი არსებების პატივისცემა უნდა ასწავლონ და ჩამოუყალიბონ ჩვევები, რომელიც მომავალში მათ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში დაეხმარება.

ასეთი გაკვეთილების დროს მოსწავლეები ვეტერინარებს ესტუმრებიან, რათა ცხოველებთან ურთიერთობის დეტალები გაიგონ, ასევე დარგავენ ხეებს და ტყეების შესწავლასაც დაუთმობენ დროს.

წიგნიდან ბავშვები გაიგებენ, მაგალითად, თუ რატომ არის დღესასწაულის დროს ხმამაღალი ფეიერვერკი ცხოველებისთვის ასეთი საშიში.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია თავად განათლების მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები