LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთმა ეგეოსის ზღვაში წყალქვეშა ბაღი გააშენა

124
fc12059891

საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი წყალქვეშა ბაღი გააშენეს. სიახლის დახმარებით ზღვის ბიომრავალფეროვნების აღდგენას და კლიმატის გლობალური ცვლილების შეჩერებას იმედოვნებენ, წერს posten-ი.

სპეციალისტებმა წყალში 12 ათასზე მეტი ზღვის მცენარე დარგეს. ბაღი 1000-ზე მეტი ზღვის ცხოველის და 300-მდე წყალმცენარის სახლი გახდება. გარდა ამისა, ასეთი წყალქვეშა ბაღები 35-ჯერ უფრო მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ, ვიდრე ტროპიკული ტყეები.

ბერძენი მეცნიერების თქმით, ბოლო ასწლეულში ბუნებრივი წყალქვეშა ბაღების 30% გაქრა. მიზეზი გადაჭარბებული თევზჭერა, სოფლის მეურნეობის ნარჩენები და კლიმატის ცვლილებაა. ამასთან, დაზიანებული ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენას 100 წელზე მეტი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები