LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად კოსმოსური თანამგზავრები პირველად გამოიყენა

101
ქირიას NEWS შაბლონი (1)

საბერძნეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ტყის ხანძრებთან ბრძოლის მიზნით კოსმოსური თანამგზავრების ქსელი ეროვნულ სისტემაში ჩართო. ახალი ტექნოლოგია ხანძრების აღმოჩენისა და დროული რეაგირების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის და სპეციალისტების შეფასებით, ცეცხლის საწყის ეტაპზე ლოკალიზების შანსს თითქმის 100%-მდე აძლიერებს.

მაისში დაბალ ორბიტაზე ოთხი მცირე ზომის თანამგზავრი გაუშვეს. თითოეული მათგანი ხელბარგზე პატარაა და სპეციალურად შექმნილი კოსმოსური მონიტორინგის სისტემის ნაწილია, რომელიც საბერძნეთის ტყის ხანძრებთან ბრძოლის ეროვნულ სამსახურში უკვე ინტეგრირებულია.

თანამგზავრები აღჭურვილია თერმული სენსორებით, რომლებსაც მცირე ზომის ახალი კერის დაფიქსირებაც შეუძლიათ. ეს მათ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ტრადიციულ თანამგზავრებთან შედარებით, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ გაცილებით მასშტაბურ ხანძრებს აფიქსირებენ.

ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული მონაცემები ოპერატიულ ცენტრს ავტომატურად გადაეცემა. სისტემა აწვდის ინფორმაციას ხანძრის ზუსტი ადგილმდებარეობის, მასშტაბისა და ინტენსივობის შესახებ. თუ ერთდროულად რამდენიმე კერა გაჩნდება, ეს მონაცემები სამაშველო სამსახურს დაეხმარება, პირველ რიგში, ყველაზე კრიტიკულ ზონებში გადაანაწილოს რესურსები.

თერმული სენსორები რეაგირებენ არა მხოლოდ ცეცხლზე, არამედ მზის პანელებზე, ქარხნების გახურებულ სახურავებსა და მზით გადახურებულ კლდეებზეც. თუმცა პროექტის ინჟინრების თქმით, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ისეა გაწვრთნილი, რომ მსგავსი ცრუ სიგნალები ავტომატურად გაფილტროს.

საბერძნეთისთვის ტყის ხანძრებთან ბრძოლა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. ქვეყანას ხშირად ემუქრება ძლიერი სიცხე, მშრალი ქარები, რთული მთიანი რელიეფი და 100-ზე მეტი დასახლებული კუნძული, სადაც ხანძრის დროული აღმოჩენა გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან დახმარების ადგილზე სწრაფად მისვლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები