LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

120
Untitled design (1)

უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუშინ, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე, დაშავებულების კი 56-მდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

„28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფეს შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის, მათ შორის 3 ბავშვის ცხედარია ამოყვანილი, დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია“, – აცხადებენ უწყებაში.

მაშველები დანგრეული შენობის ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.