LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრასავა: კონფედერაციის თასის ბურთს სახელი შეურჩიეს

125

2017 წლის კონფედერაციის თასის ბურთს „კრასავა“ (Krasava) დაარქვეს.
ამას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ.

კონფედერაციის თასი გაისად 17 ივნისიდან 2 ივლისამდე ყაზანში, სოჭში, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაიმართება. ტურნირის წილისყრა 26 ნოემბერს ყაზანში ჩატარდება.

კონფედერაციის თასზე მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი რუსეთის ნაკრები, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია, ასევე კონტინენტალური პირველობების გამარჯვებულები – ავსტრალია, ჩილე, მექსიკა, პორტუგალია და ახალი ზელანდია.
აფრიკის წარმომადგენელი თებერვალში გაირკვევა.

 

 

2017-confatch-ball-big

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g