LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრედიტის ასაღებად ყალბი საბანკო ამონაწერის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

95
დანაშაული ბანკი

ბოლო პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევებმა იმატა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმა და გატარდა, რის შედეგადაც, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს ყალბი საბანკო ამონაწერი დაუმზადა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა 2 740 (ორი ათას შვიდას ორმოცი) ლარი ერიცხებოდა.

”საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება”. – აღნიშნულია, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g