Tass-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას გამარჯვების დღეს ულოცავს.
რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა მილოცვები ასევე გაუგზავნა დსთ-ს ქვეყნების – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ისრაელის ლიდერებს.
ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებს და საქართველოსა და მოლდოვას ხალხებს.
„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციების შენარჩუნებისკენ, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ერებს შორის უთანხმოების დათესვა“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.