LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლის მუქარამ რუბლი გაამყარა

131
Russian-economy-newweb

მიუხედავად რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა, რუბლი ომამდელ ღირებულებას დაუბრუნდა, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელეს.

რუსული ვალუტა გუშინ დილით აშშ დოლართან მიმართებაში 75,5 რუბლს შეადგენდა, მაშინ როდესაც მარტის დასაწყისში, ის თითქმის 140 რუბლი იყო დოლართან მიმართებით.

როგორც „გარდიანი“ წერს, რუსეთმა ვალუტა საპროცენტო განაკვეთების 20%-მდე გაზრდით გააძლიერა, შესაბამისად, წაახალისა რუბლში ინვესტიციები და დააწესა კაპიტალის კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს არ შეუძლია რუბლის სხვა ვალუტაში გადაცვლა. უცხოური მედიის ცნობით, რუსული ვალუტის ღირებულება კრემლის მუქარამაც გაზარდა, რომელიც ევროპელ გაზის იმპორტიორებს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g