„რუსეთს არასოდეს შეუმუშავებია „უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში“ მონაწილეობის გეგმები, რომლის მომზადებაზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ პესკოვის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთს არ ჰქონია არანაირი გეგმები მონაწილეობის მისაღებად. რუსეთი ასეთ რამეებს საერთოდ არასდროს აკეთებს“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტირებისას.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის გარკვეული წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობას განიხილავენ.