6 მარტს „კრემლის სასახლეში“ გამართული კონცერტი ტელეარხმა „ენტევემ“ 8 მარტის დილის ეთერში გაუშვა. ვიდეო დღეს არხის ვებგვერდსა და „იუთუბის“ არხზეა ხელმისაწვდომი. კონცერტზე პუტინის მხარდამჭერი ვარსკვლავების ცვენა იყო. მათ შორის, ლევ ლეშენკო, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა, შურა, ალექსანდრ ბუინოვი, იგორ ნიკოლაევი და სხვები… სცენაზე იმღერეს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ვარსკვლავებმაც, სოსო პავლიაშვილმა და დიანა ღურცკაიამ.
შეგახსენებთ,რომ „კრემლის სასახლის“ ოფიციალურ გვერდზე 15 თებერვლიდან დაიდო აფიშა, სადაც კონცერტში სახელწოდებით „ვარსკვლავები საყვარელი ქალისთვის“ მონაწილეობა უნდა მიეღოთ ასევე „ა სტუდიოს“, რომლის სოლისტიც ქეთა თოფურიაა და თამარ გვერდწითელს. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე მუსიკოსებმა კონცერტში მონაწილეობა უარყვეს.
რუსულმა არხებმა არტისტების შავი სია შეადგინეს – მუსიკოსების მონაწილეობით ყველა კლიპი აიკრძალა