LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი, ამას ვერ უშველის ვერაფერი, ვერც სიების შედგენა, ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ – წულუკიანი სააკაშვილზე

149
BeFunky-collage

კულტურის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონიერი სასჯელის აღსრულება მიმდინარეობს.

როგორც თეა წულუკიანმა ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, სააკაშვილთან მიმართებით პენიტენციური სამსახურის მხრიდან არავითარი დარღვევა არ ხდება.

„ჩვენ ამ ე.წ. სიებისადმი არ გვაქვს არავითარი აღქმა, რომელიც რამენაირად შეიძლება, სერიოზულობასთან კავშირში იყოს, რადგან არავითარი დარღვევა პატიმართან მიმართებით არ ხდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან. ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია.

სინამდვილეში, ჩვენ, ქართველმა ერმა ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ხმამაღლა ამბობს ამას, ზოგი გულის სიღრმეში დარწმუნებულია და არ ამბობს, თუ ვერ ამბობს, რომ ან ახლობელი ჰყავდა ხელისუფლების ხელით გაუბედურებული, კრიმინალი სააკაშვილის მმართველობის პირობებში, არაერთი პატიმარი იქნა ღირსება შელახული, ვიხილეთ ქუჩაში მოკლული ადამიანები, გადავსებული ქართული საპატიმროები, სასამართლო, რომელიც იყო პროკურატურის განყოფილებად ქცეული და ა.შ.

ამ ყველაფერს სათავეში ედგა კრიმინალი სააკაშვილი და კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს, ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ეს ბრალი დადასტურდა დამოუკიდებელ სასამართლოში და მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი. მიმდინარეობს ამ სასჯელის აღსრულება.

აღსრულებისას პატიმარს ხანდახან აქვს განცდა, რომ ის ამ სასჯელს არ იმსახურებს და ვერ ეგუება ამ სასჯელს. ასე ხდება ხოლმე, ასე ხდება მიშა სააკაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ მაინც ვერ შეიცვლება რეალობა – ის არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიების შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ.

მათ ვერავინ ამოალპობს ციხეში, რადგან მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებს და სხვებს ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოში არ უწერიათ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g