LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალისტებმა „ტესლას“ ელექტროქარი გატეხეს

51
d2d3b1f4009a1354976c5c7730d1a416d0845d3a

ნიდერლანდების სასამართლო ინსტიტუტის ექსპერტებმა Tesla Model S-ის ბორტის კომპიუტერში შეღწევა შეძლეს. ამ გზით მათ წლების განმავლობაში დაგროვილ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიიღეს წვდომა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მანქანა იწერს ისეთ მონაცემებს როგორიცაა – მოძრაობის სიჩქარე, საჭის მობრუნების კუთხე თუ მუხრუჭების მუშაობა.

ცნობილია, რომ „ტესლას“ ელექტროქარი ბორტის კამერებითა და სენსორებით საკმაოდ მრავალრიცხოვან ინფორმაციას აგროვებს, რათა ის მომავალში უპილოტო სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს იკვლევენ. ნიდერლანდელი კრიმინალისტები იკვლევდნენ შემთხვევას, რომლის დროსაც „ტესლა“ სხვა მანქანას დაეჯახა. ელექტროქარის მძღოლი ირწმუნებოდა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ავტოპილოტმა მოულოდნელად დაამუხრუჭა. გამომძიებელმა გადაწყვიტა ავტომწარმოებლისთვის არ მიემართა და ყველა საჭირო ინფორმაცია თავად მოეპოვებინა.

შედეგად ბორტის კომპიუტერი გატეხეს და ინციდენტის რეალურ მიზეზებს უახლოეს მომავალში დაადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები