LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური რიო გრძელდება: ვითომ ნასვამებმა ჩინელი ჟურნალისტები გაძარცვეს

54

რიოში უცნობებმა ჩინელი ჟურნალისტი გაძარცვეს, რომლებმაც თავი ნასვამებად გაასაღეს.
ყოფილი მძლეოსანი ში დუნპენი კარგად მომზადებული ძარცვის მსხვერპლი გახდა.

დუნპენი ოპერატორთან ერთად სასტუმროში შესახლდა, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი თავს დაესხა. უცნობმა, რომელიც ნასვამის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ჟურნალისტი ძირს დააგდო და მერე გაიქცა. ოპერატორი დამნაშავეს გაეკიდა, თავად დუნპენი კი ტუალეტში შევიდა ტანსაცმლის გასაწმენდად. როდესაც ში საპირფარეშოდან გამოვიდა, ხოლო ოპერატორი ოტელში დაბრუნდა, აღმოაჩინეს, რომ მთელი მათი ვიდეოაღჭურვილობა გამქრალიყო.

კამერების ჩანაწერიდან გაირკვა, რომ ჩინელები დაგეგმილი ძარცვის მსხვერპლი გახდნენ. სანამ ერთი ჩინელი გარეთ დარბოდა, მეორე კი ტუალეტში თავს იწესრიგებდა, ვითომ მთვრალი თავდამსხმელის მეწყვილე ოთახში შევიდა და ტექნიკა გაიტანა.

ბრაზილიის ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას ოთხი მილიონი სამხედრო და პოლიციელი დაიცავს, მაგრამ ფაქტია, რომ ფაქტები ხდება და თან ინსტრუქციებიც კი გამოუკრავთ, რომ მკვლელობა, გაუპატიურება თუ ძარცვა-ყაჩაღობა ჩვეულებრივი ამბავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g