ფარელ უილიმსმა ,,ლუი ვიტონის” მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის რანგში, ბრენდის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება ,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში გაიმართა.
შოუსთვის საფრანგეთის დედაქალაქში თავი არაერთმა ვარსკვლავმა, ასევე მუსიკალურ ჭრილში უილიამსის ისეთმა კოლეგებმა მოიყარეს, როგორებიც არიან: SZA, Future, Quavo, კრის ბრაუნი, აშერი და ჯონ ლეჯენდი.
აღსანიშნავია, რომ კაფსულის წარდგენა ხუთი ამ დრომდე გამოუქვეყნებელი, მათ შორის ამ უკანასკნელის ჩანაწერის ფონზე შედგა.
შეგახსენებთ, რომ ახლახან, Louis Vuitton-მა 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის კოლექციის სარეკლამო კამპანია წარადგინა, რომლის სახეებად მსახიობი, ჯერემი ალენ უაითი და რეპერი, Pusha T მოგვევლინნენ.