ცოტა ხნის წინ, კრის ბრაუნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ცხოვრებაში“ გამოქვეყნდა, სადაც მუსიკოსი ყურადღებას 7 წლის წინანდელ ინციდენტზე ამახვილებს. საუბარია სკანდალზე, რომელიც მას რიანასთან გადახდა: 2009 წელს, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის წინა საღამოს, რეპერმა მეგობარი გოგონა მანქანაში სასტიკად სცემა.
მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრაუნს რიანასთან მიახლოება და 5 წლიანი გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულება მიესაჯა.
მუსიკოსმა აღიარა, რომ ის პერიოდი არც ისე მარტივად გადაიტანა და მას შემდეგ სუიციდზეც ბევრჯერ უფიქრია. წლების შემდეგ კი, როცა ყველაფერმა ჩაიარა, წყვილმა ურთიერთობის აღდგენა სცადა, თუმცა უშედეგოდ: ბრაუნმა რიანაზე ხელი კვლავ ასწია.
დოკუმენტური კინოს საშუალებით კი, კრისმა კვლავ გამოიყენა შანსი და ყოფილ მეგობარ გოგონას ბოდიში სახალხოდ მოუხადა. იყო თუ არა ეს უბრალოდ ეშმაკური პიარ-სვლა საკუთარი ფილმისადმი ყურადღების მისაქცევად თუ გულწრფელი სურვილი, დანაშაული კიდევ ერთხელ გამოესყიდა, უცნობია.