კრის ბრაუნმა დოკუმენტური ფილმი Welcome to My Life გამოუშვა, სადაც რიანასთან ურთიერთობის ბევრ დეტალს ფარდა ახადა. მუსიკოსი ირწმუნება, რომ პრობლემები ურთიერთობაში მათ მას შემდეგ დაეწყოთ, რაც კრისმა აღიარა, რომ ერთ-ერთ კოლეგასთან უღალატა:
”მას მე შევძულდი. ყველა ვარიანტი ვცადე, რათა სიტუაცია გამომესწორებინა, მაგრამ ის აღარ მენდობოდა. ჩვენი ცხოვრება გაუთავებელ ჩხუბად გადაიქცა – სიტყვიერ და ფიზიკურ ჩხუბად. მე დღემდე მიყვარს რიანა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ერთმანეთს ვცემდით, როდესაც ამისი შესაძლებლობა გვქონდა. ბოლოს მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ერთმანეთს ვკითხეთ – რა ჯანდაბას ვაკეთებთ ახლა?
მე ვუყურებდი რიანას, რომელიც გამუდმებით ტიროდა და ყვიროდა. ერთ-ერთი შელაპარაკების დროს მე მას დავარტყი და ტუჩი გავუხეთქე. როდესაც დავინახე რა გავაკეთე, შოკში ჩავვარდი. რიანამ მომაფურთხა, მანქანის გასაღები გადააგდო და სასწრაფოს დასაძახებლად წავიდა.
თავს საშინელ მონსტრად ვგრძნობდი” – აღიარა ბრაუნმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ამბის მერე მუსიკოსებმა ურთიერთობა ცოტა ხნით კიდევ აღადგინეს და საბოლოოდ მხოლოდ ამის შემდეგ დაშორდნენ.