2 მარტს, კრის მარტინი 42 წლის გახდა. გაირკვა, რომ სადღესასწაულო თარიღი, Coldplay-ის ვოკალისტმა, მეგობრების წრეში, მალიბუს სახლში აღნიშნა.
დღეობას უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის: ჯულია რობერტსი და შონ პენი დაესწრნენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საღამოზე არ გამოჩენილა დაკოტა ჯონსონი, რომელსაც მარტინთან რომანს 2017 წლის ოქტომბრიდან მიაწერენ. სამაგიეროდ, პაპარაცებმა იუბილეზე მიმავალი მისი დედის, მელანი გრიფიტის გადაღება მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი გერლფრენდისგან განსხვავებით, წვეულებაზე ინგლისელი ვარსკვლავის ექს-მეუღლე, გვინეტ პელტროუ დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ კრის მარტინი და გვინეტ პელტროუ 2003 წლის 5 დეკემბერს დაქორწინდნენ. მათი თანაცხოვრება ოფიციალურად 2016 წლის 14 ივლისს დასრულდა. მათ საერთო ვაჟი და გოგონა ჰყავთ.