LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის მარტინმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცთან ერთად სიმღერა შეასრულა (ვიდეო)

46

დუბლინში, Coldplay-ს კონცერტის მსვლელობის დროს უჩვეულო ისტორია მოხდა: ჯგუფის ფრონტმენმა, კრის მარტინმა სცენაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი მიიწვია, რომელიც ეტლში იჯდა და მასთან ერთად ერთ-ერთი კომპოზიცია შეასრულა.

რობი, ასე ერქვა მამაკაცს, რომელიც ეტლში ჯდომის გამო კონცერტის მსვლელობას კარგად ვერ ადევნებდა თვალს. ამის გამო მეგობრებმა ის მაღლა ასწიეს. სწორედ ამ დროს შეამჩნია იგი კრისმა და სცენაზე მიიპატიჟა.

როგორც გაირკვა, კოლექტივის თაყვანისმცემელი თავადაც მუსიკოსი იყო და საყვარელ მომღერალთან ერთად ტუჩის გარმონით ერთ-ერთ სიმღერას აკომპანიმენტი გაუკეთა.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ძალიან ემოციური გამოვიდა. ვიდეომ კი მთელი მსოფლიო მოიარა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ჯგუფი ახალი ალბომის მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები