მადეირას აეროპორტს კრიშტიანო რონალდოს სახელს უწოდებენ.
ასევე პორტუგალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნავად.
პორტუგალიის კუნძულის პრეზიდენტმა მიგელ ალბუკერკემ დაადასტურა, რომ ადგილობრივმა აეროპორტმა მიიღო მადრიდის „სამეფო კლუბის“ მთავარი ვარსკვლავის სახელი ეროვნული გუნდის ევრო 2016-ზე გამარჯვების პატივსაცემად.
კრიშტიანო მადეირაზე სასტუმროების ქსელ Hotel Pestana CR7-საც ხსნის.
ამჟამად „ოქროს ბურთის“ მთავარი ფავორიტი ტრავმირებულია და სავარაუდოდ სექტემბრამდე ვერ ითამაშებს.