32 წლის კრიშტიანო რონალდო კიდევ ერთხელ გახდა მამა. სუროგატმა დედამ მას ტყუპი გოგონა და ბიჭი გაუჩინა. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მათთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა წარწერით: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პატარა ბავშვების ხელში ჭერის საშუალება მაქვს“.
პატარები ქვეყანას ივნისის დასაწყისში მოევლინენ, თუმცა თავად ფეხბურთელს ამ ფაქტზე ბოლო მომენტამდე კომენტარი არ გაუკეთებია. დუმილი მან სწორედ ამ ფოტოთი დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში რონალდო კიდევ ერთი შვილის მამა გახდება, რომელსაც მას მეგობარი ქალი, ჯორჯინა როდრიგესი გაუჩენს. ამას გარდა, ფეხბურთელს უკვე ჰყავს უფროსი ვაჟშვილი, რომელიც მას ასევე სუროგატმა გაუჩინა.