LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდოს სელფი თაყვანისმცემლებთან ერთად

52

ევროპის ახალი ჩემპიონის, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე, გუნდის სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ფეხბურთელი სელფის იღებს მრავალათასიანი თაყვანისმცემლების ფონზე. ფოტომ 2 მლნ-ზე მეტი მოწონება და რამდენიმე ათეული ათასი კომენტარი მოაგროვა, რომელთა შორის ნახევარზე მეტი სასიყვარულო შეტყობინებაა, სადაც ფანები რონალდოს სიყვარულში უტყდებიან.  

სელფისთან ერთად ფეხბურთელმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბედნიერი პორტუგალიელები საყვარელი ნაკრების გამარჯვებას აღნიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო სამი ”ოქროს ბურთის” (როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და ოთხი ”ოქროს ბუცის” (როგორც ნაციონალური ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი) მფლობელია. წელს კი, საკუთარ რეგალიებს მან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაუმატა.

 

13671752_1148067275251610_295407195_n

13721133_515849481939793_2010585336_n

🙏🙏

A video posted by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

Wow👀👀👀👀

A video posted by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები