ცნობილი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ მაიამიში ფიტნეს მოდელის, კასანდრა დევისის კომპანიაში პაპარაცებმა დააფიქსირეს. ფოტოები გამოცემამ TMZ გაავრცელა და მასზე დევისი თამამ საცურაო კოსტიუმში არის გამოწყობილი, სადაც კარგად ჩანს მისი ფორმიანი სხეული.
რამდენიმე დღის შემდეგ, კრიშტიანუ რესტორან Seaspice-ში ლამაზმანების გარემოცვაში გამოჩნდა, რომელთა შორის კასანდრაც იყო.
შეგახსენებთ, რომ მის დევისი საკმაოდ ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორია, მის ინსტაგრამს კი ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

