ნოემბერში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ. ამ დღეებში კი სპორტსმენმა თაყვანისმცემლებს მისი სახლის დათვალიერების საშუალება მისცა, თუმცა, ვირტუალურად. კრიშტიანუმ ტელეარხ Unscriptd Sport-ის ოპერატორთან ერთად საკუთარ სახლში ერთგვარი ექსკურსია მოაწყო.
სახლი, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, პოსუელო-დე-ალარკონში მდებარეობს და მასში 7 საძინებელი, 8 სააბაზანო, ვარაჯიშო დარბაზი, მისაღები, სამზარეულო, გარეთ კი ბაღი და აუზი, ასევე მისი ვაჟიშვილის სათამაშო მინდორი და ოთახი, რომელიც მისივე ინიცილიანი სათამაშოებით არის სავსე.
„ყველას გილოცავთ დამდეგ შობას, კარგ წელს და ბედნიერებას გისურვებთ – ჩემთვის ეს უმთავრესია“, – განაცხადა რონალდუმ.
https://www.youtube.com/watch?v=ygdLQT6gPK8