LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანუ რონალდუს ჯერ არ სურს, მისმა შვილმა დედის ვინაობა იცოდეს

40

კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებაში შვილი ხუთი წლის წინ, საკმაოდ საიდუმლო ვითარებაში გამოჩნდა. მაშინ ინტერვიუებში სპორტსმენი აცხადებდა, რომ ძალიან უნდოდა მამობა, ამიტომ სუროგატი დედის მოსახურებით ისარგებლა და როგორც იქნა, მამა გახდა. ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა რონალდუს ამ სიტყვების და აცხადებს, რომ კრიშტიანუს რეალურად ჰყავდა ქალი, ვისგანაც შვილი შეეძინა.

როგორც ბრიტანული შოუს The Jonathan Ross Show ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბავშვმა დღემდე არ იცის საკუთარი დაბადების საიდუმლო, ხოლო ცნობილი ფეხბურთელი, ჯერ კიდევ დიდი ხანი არ აპირებს, შვილს დედაზე დაელაპარაკოს. „როდესაც კრიშტიანუ გაიზრდება, ალბათ მე მას ვეტყვი სიმართლეს, იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებს და იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია და არა იმიტომ, რომ ხალხს სურს გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

სპორტსმენმა ისიც განაცხადა, რომ მის შვილს გაუმართლა, რადგან მას მოსიყვარულე მამა და ბებია ჰყავს, რაც სრულიად საკმარისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები