LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი და ლუპიტა ნიონგო „ჩარლის ანგელოზებში“ მონაწილეობას მიიღებენ

129

„ჩარლის ანგელოზები“ ეკრანებს უბრუნდება. ცნობილია, რომ ფილმს ელიზაბეტ ბენკსი გადაიღებს, ხოლო რამდენიმე დღის წინ, მთავარ პერსონაჟებზე პირველი ინფორმაცია გავრცელდა: სტუდია Sony Pictures მთავარ როლებზე „ბინდის“ ვარსკვლავს, კრისტენ სტიუარტსა და „მონობის 12 წლის“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ლუპიტა ნიონგოს მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, „ჩარლის ანგელოზები“ 70-იანი წლების პოპულარული სერიალი იყო და მთავარ როლს მასში ფარა ფოსეტი ასრულებდა. მოგვიანებით კი, მის მიხედვით გადაიღეს ფილმები (2000 და 2003 წლებში) და მათში მთავარ როლებში კამერონ დიაზი, დრიუ ბერიმორი და ლიუსი ლიუ მოგვევლინენ.

პრემიერის ოფიციალური თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები