LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი და მისი ახალი გოგონა ერთმანეთს ჰგვანან

616

კრისტენ სტიუარტისა და მისი ასისტენტის – ალისია კარგაილის ურთიერთობა თითქმის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. რამდენიმე კვირის წინ გაირკვა, რომ გოგონები დაშორდნენ და მათ ახლა მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. როგორც კრისტენის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ სტიუარტი და კარგაილი გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ და დაშორება ორივეს ინიციატივა იყო.

„მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ახლაც უყვართ, მაგრამ ალისია დაიღალა იყოს კრისტენის გიჟური გრაფიკის მსხვერპლი,“ – ამბობს მსახიობის მეგობარი.

დღეს კი გაირკვა, რომ კრისტენის ერთი „მსხვერპლი“ მეორემ შეცვალა. მსახიობის ახალი რჩეული მას ძალიან ჰგავს და ის ჯგუფ PVRIS-ის სოლისტი ლინდსი განულფსენია.

გასულ კვირას სტიუარტი ნიუ-იორკში ლინდსის გამოსვლას დაესწრო, კულისებში კი არ მალავდნენ გრძნობებს. კონცერტის დასრულების შემდეგ  ერთად წავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g