კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის რომანი შორეულ 2008 წელს, ფილმით „ბინდი“ დაიწყო. სამწლიანი რომანი კრისტენის ღალატით დასრულდა: მსახიობი რეჟისორ რუპერტ სანდერსთან კოცნის დროს დააფიქსირეს.
როგორც ჩანს, რობერტმა საბოლოოდ აპატია საყვარელ ქალს შეცდომა: ამ დღეებში ისინი ერთად კალიფორნიის ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს, სადაც ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილის, ლილი როუზის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად სტიუარტს რომანი მოდელ სტელა მაქსველთან აქვს, თუმცა თვითმხილველების თქმით, მასა და რობერტს შორის „კვლავ არსებობს ქიმია“. ისინი არ გამორიცხავენ, რომ წყვილმა ურთიერთობას მეორე შანსი მისცეს.