LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი ძველ შეყვარებულს დაუბრუნდა (ფოტო)

327

ალისია კარგაილს რთულია კრისტენ სტიუარტის ახალი სიყვარული უწოდო. გოგონები ადრეც ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამჯერად ისევ განაახლეს ურთიერთობა. ისინი ერთად გამოჩნდნენ კანის კინოფესტივალზე, სადაც სტიუარტი ახალი ფილმის პრემიერისთვის ჩავიდა.

სტიუარტი და კარგაილი ერთად მივიდნენ ფილმის „ამერიკელი გოგონას“ პრემიერაზე. ისინი ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ წითელ ხალიჩაზე. ამავე დროს ალისიას ხელში კრისტენის სპორტული ფეხსაცმელიც ეჭირა, რომელიც მსახიობმა ფოტოსესიის შემდეგ ჩაიცვა. გოგონები გასული წლის ოქტომბერში დაშორდნენ, იქამდე ისინი ორი წლის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. აქვე აღსანიშნავია, რომ სტიუარტი ცოტა ხნის წინ დაშორდა მუსკოს სოკოს, რომელიც ასევე იმყოფებოდა კანის კინოფესტივალზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g